weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კორეის რესპუბლიკამ  საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამარტივა

17:34 ორშაბათი, 09 ივლისი 2018

კორეის რესპუბლიკამ ორდინალური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამარტივა.

სავიზო რეჟიმის გამარტივება გულისხმობს საქართველოს მოქალაქეებისათვის 1-5 წლამდე მოქმედების ვადის მქონე მრავალჯერადი ვიზების გაცემას და იგი შეეხება უმაღლესი განათლების მქონე პირებს და სხვადასხვა სფეროს (კერძო სექტორი, სამედიცინო და ა.შ.) წარმომადგენლებს.

სავიზო რეჟიმის გამარტივებამდე გაიცემოდა კორეის რესპუბლიკის ერთჯერადი და მაქსიმუმ, ერთწლიანი ვიზა. აღსანიშნავია, რომ კორეის რესპუბლიკის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში წარსადგენი დოკუმენტების რაოდენობა გაცილებით შემცირდება და ვიზის საფუძველზე კორეაში ერთჯერადად ყოფნის ვადა 30-დან 90 დღემდე გაიზრდება.

ახალი ტიპის, მრავალჯერადი და უფრო ხანგრძლივი ვიზები განსაკუთრებით გაუმარტივებს ბიზნესის, ტექნოლოგიების, განათლებისა და სხვა სფეროებში მოღვაწე საქართველოს მოქალაქეებს კორეელ პარტნიორებთან თანამშრომლობას და აგრეთვე ტურიზმის განვითარებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]